მკვლევარები

ოლეგ შატბერაშვილი

ოლეგ შატბერაშვილი - ფილოსოფიის დოქტორი. ხარისხი დაიცვა ლაზერების ფიზიკაში პ. ლებედევის სახ. ფიზიკის ინსტიტუტში, ნობელის პრემიის ლაურეატის ნ. ბასოვის ხელმძღვანელობით (1973). 90-მეტი ნაშრომის ავტორი ფიზიკაში, მეცნიერებათ­მზომელობაში, ინფორმაციასა და სამეცნიერო/საინოვაციო პოლიტიკაში. ჟურნალების "სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია" (VINITI) და "ინფორმაცია და ინოვაცია" (ICSTI) სარედაქციო კოლეგიის წევრი. რიგი პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე: "საქართველოს მეცნიერების ინდექსი"; "საქართველოში საპატენტო საქმიანობის განვითარების კონცეფცია"; "საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ჩამოყალიბება"; "საქართველოში კვლევითი ორგანიზაციების განვითარება საბაზრო ეკონომიკის პირობებში" და სხვა. ამჟამად და წარსულში რიგი საერთაშორისო და ეროვნული პროფესიული ორგანიზაციის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს წევრი: ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საერთაშორისო ფედერაცია; სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი; ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საქართველოს ფედერაცია; ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის და სხვა. 1976-2004 წლებში საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტის (ტექინფორმის) დირექტორი. საერთაშორისო ორგანიზაციების (UNESCO, UNIDO, FAO, GFAR და სხვა) პროექტებში - ექსპერტი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".