მკვლევარები

იოსებ გოგოძე

იოსებ გოგოძე – მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974 წლიდან), თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესწბულებებში მეცნიერ მუშაკად. მისი სამეცნიერო ინტერესებისა და საქმიანობის ძირითადი სფეროა ოპტიმალური მართვის თეორია, მათემატიკური მოდელირება, მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური სტატისტიკა, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევები. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 საავტორო მოწმობის. 1991-1995 წლებში საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 1996-2006 წლებში კერძო კვლევითი ორგანიზაციის - შპს `კონიუნქტურის კვლევის ცენტრის” დირექტორია, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით განახორციელა 25 პროექტი, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით და/ან გრანტებით. 2006 წლიდან ”ტექინფორმის” უფროსი მეცნიერი მუშაკია, ამასთანავე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში კონსულტირებას უწევს საქართველოში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოებისა და საქართველოს სტატისტიკოსთა საზოგადოების წევრი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".