მკვლევარები

ნანა ასლამაზიშვილი

ნანა ასლამაზიშვილი – საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული სტატისტიკის განყოფილების უფროსი. ეკონომიკის დოქტორი (სპეციალობა – სტატისტიკა). წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტებზე კითხულობდა ლექციებს სტატისტიკაში. სპეციალიზირებულია მაკროეკონომიკური სტატისტიკური სისტემებისა და საგარეო ეკონომიკური მდგრადობის პრობლემატიკაზე. მისი პრაქტიკული გამოცდილება არ შემოიფარგლება საქართველოს სტატისტიკით: მის აქტივებშია მრავალრიცხოვანი სამუშაო შეხვედრები ევროპის არაერთ ქვეყანაში, იაპონიასა და აშშ-ში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკური სამსახურის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ეროვნული ანგარიშების, საგადასახდელო ბალანსის, მონეტარული და ფინანსური სტატისტიკისა და სტატისტიკური მონაცემების გავრცელების საერთაშორისო სტანდარტების საკითხებზე. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამეცნიერი ჟურნალ “სოციალური ეკონომიკის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის 3 წიგნის ავტორი და 7-ის თანაავტორი; გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო სტატია კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობისა და “ჰოლანდიური დაავადების”, დოლარიზაციის, ქვეყნის საგარეო ეკონომიკური მდგრადობის, საგარეო ვაჭრობის საკითხებზე.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".