მკვლევარები

ინეზა გაგნიძე

ინეზა გაგნიძე - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი (სპეციალობა – შრომის ეკონომიკა). მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში ბრუნელის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), პირეუსის ტექნოლოგიური განათლების ინსტიტუტთან და პირეუსის უნივერსიტეტთან (საბერძნეთი), პარიზი – 8 უნივერსიტეტთან (საფრანგეთი) ერთად. თსუ-ში ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში კითხულობს ლექციების კურსს მიკროეკონომიკისა და კონკურენციის პოლიტიკაში. მისი კვლევის სფერო მოიცავს კლასტერებს, კონკურენტუნარიანობასა და მეწარმეობას. არის 7 სახელმძღვანელოს თანაავტორი და 22 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".