მკვლევარები

თამაზ მარსაგიშვილი

თამაზ მარსაგიშვილი - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტისა და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ფრუმკინის სახ. ელექტროქიმიის ინსტიტუტის (მოსკოვი) ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაციები ფიზ. - მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, და ფიზ. - მათ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად - ლ. კარპოვის სახ. ფიზიკური ქიმიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (მოსკოვი). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი მუშაკი. ბოლო 25 წელი ხელმძღვანელობს ამ ინსტიტუტის რ. დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორიას. არის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, ევროსაიენსისა და ამერიკული ქიმიური საზოგადოების წევრი. მიღებული აქვს 12-მდე საერთაშორისო გრანტი. არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ქიმიურ, ელექტროქიმიურ, ფოტოქიმიურ და ფოტოელექტროქიმიური რეაქციების კინეტიკის დარგში, კონდენსირებულ გარემოში მოთავსებული მრავალატომიანი ნაწილაკების ელექტრონულ-რხევითი და რამანის სპექტროსკოპიის დარგში, არარეგულარულ კონდენსირებულ გარემოში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებისა და რადიოსპექტროსკოპიის დარგში.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".