მკვლევარები

გივი ქოჩორაძე

გივი ქოჩორაძე - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა დისერტაცია ფიზ.-მათ.მეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად. სტაჟირება გავლილი აქვს სანქტ-პეტერბურგის ფიზიკა-ტექნიკურ, მოსკოვის იშვიათი მეტალების ინსტიტუტებში, აგრეთვე ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტში. წლების მანძილზე თსუ-ში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ლაბორატორიას ოპტოელექტრონიკაში. სხვადასხვა პერიოდში ლექციების კურსს კითხულობდა ზოგად ფიზიკაში ტექნიკურ, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტებში. ბოლო 15 წლის განმავლობაში დაკავებული იყო სამეწარმეო საქმიანობითაც, როგორც ”მსე”, ”მესი” კომპანიების მენჯერი. 1998 წლიდან არის ევროკომისიის საკონტაქტო პირი საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიებში და 2007 წლიდან - კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშეწყობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 54 სამეცნიერო ნაშრომი, არის 2 გამოგონების ავტორი. ამერიკული ორგანიზაციის IEEE-ს წევრი. მიღებული აქვს 16-მდე ევროპული გრანტი, იყო TACIS პროექტების ექსპერტი. იგი არის უკრაინის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის საკონტაქტო პირი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის საკითხებში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ჩატარდა მრავალი საინფორმაციო დღე, კონფერენცია, მოტოროლას, ალკატელის, ორაკლის, ინტელის კომპანიების და INTAS-ის ფონდის პრეზენტაციები.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".