მკვლევარები

ფიქრია წოწკოლაური

ფიქრია წოწკოლაური - ეკონომიკის დოქტორი, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინსტიტუტ `ტექინფორმის” მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობს საქართველოს მეცნიერების მდგომარეობის შესწავლის და ანალიზის საკითხების კვლევაში. მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტებში: მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ცენტრის (ISTC) პროექტი `მონაცემთა ბაზის ფორმირება _ პერსპექტიული კვლევები და ტექნოლოგიები”, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის (ICSTI) პროექტი „ეროვნული საინფორმაციო რესურსების ფორმირება”. ამჟამად მუშაობს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში „ბიბლიომეტრული ინსტრუმენტების შემუშავება და ადაპტირება საქართველოს სამეცნიერო პროდუქციის შესწავლისათვის” და ევრო კავშირის ჟან მონეს პროექტში `საქართველოში ევროპული საინოვაციო პოლიტიკის შესწავლის გაუმჯობესება~. არის ჟურნალების „ქართული რეფერატული ჟურნალი” და „ეკონომიკა და ბიზნესი” სარედაქციო კოლეგიის წევრი. კითხულობს სტრატეგიული მენეჯმენტის ლექციების კურსს მაგისტრატურაში. კვლევის სფეროა არასაწარმოო სფეროს ეკონომიკის და ორგანიზაციის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხები, სამეცნიერო კვლევებში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემები. არის 30 სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლებისთვის განკუთვნილი ოთხი სახელმძღვანელოს თანაავტორი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".