მკვლევარები

დავით გაბუნია

დავით გაბუნია - ფილოსოფიის დოქტორი, ხარისხი დაიცვა ბიოკიბერნეტიკაში მოსკოვის უმაღლესი ნერვული სისტემის ინსტიტუტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე. 1991-1993 წწ. იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე. მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული სამსახური „საქპატენტი“, რომელსაც სათავეში ედგა 1992-2009 წწ. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობის შემუშავებისა და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთების პროცესს. აქტიურად მონაწილეობდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საქმიანობაში, არჩეული იყო ბერნის კავშირისა და ლისაბონის კავშირების ვიცე-პრეზიდენტად. არის 3 წიგნის და 40-ზე მეტი ნაშრომის ავტორი. ჩამოაყალიბა და იყო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის „ინტელექტუალური საკუთრება“ მთავარი რედაქტორი. არის საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი. დაჯილდოებულია ისმოს ოქროს მედლით და ღირსების ორდენით. 

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".