წიგნები

მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

წინასიტყვაობა

წინამდებარე წიგნი მომზადდა ევროკავშირის ჟან მონეს პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც ითვალისწინებს ევროპული კვლევების წარმოების, ევროპის გამოცდილების შესწავლისა და გავრცელების ხელშეწყობას. საქართველოსთვის, რომელმაც გამოაცხადა კურსი ევროინტეგრაციაზე, ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იძლევა საშუალებას უფრო ღრმად შევისწავლოთ ევროკავშირის ფუნქციონირების ის მხარეები, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებას შეუწყობს ხელს.

 

წიგნის მიზანია დაინტერესებულ მკითხველს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაზე მიმართულ ღონისძიებათა შესახებ საერთოევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე. კერძოდ: ლისაბონის პროცესის არსი და მისი მართვა სხვადასხვა დონეზე; სამრეწველო საკუთრების საკითხები და ინოვაცია; მცირე ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობა; ევროპული კვლევითი პროგრამების არსი და მნიშვნელობა; საინოვაციო პროცესების მხარდამჭერი საფინანსო მექანიზმები; განათლება საინოვაციო განვითარების მხარდასაჭერად; საინოვაციო პროცესების მონიტორინგი და აღრიცხვა; ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები; საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში. თვითოეულ ამ საკითხს ეძღვნება წიგნის ცალკეული თავი. წიგნში ასახული საკითხების შერჩევისას ავტორები პირველ რიგში ითვალისწინებდნენ საქართველოსთვის მათ აქტუალობას.

უკან
მიმაგრებული ფაილი
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".