წიგნები

ევრო გაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები

წინასიტყვაობა

წიგნი მომზადდა ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლების (პირველ რიგში EaP ეროვნული პლატფორმის მონაწილეების ) და საჯარო მოხელეების (სამინისტროების, უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების) ცოდნის ამაღლებას ევროკავშირში საინოვაციო პოლიტიკისა და საქართველოში საინოვაციო სფეროში მდგომარეობის შესახებ. პროექტი, აგრეთვე, მიზნად ისახავდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის შეექმნა საერთო წარმოდგენა საინოვაციო პოლიტიკის როლის შესახებ ევროპის განვითარება-ინტეგრაციის პროცესში და იმის შესახებ, თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით საქართველოში. წინამდებარე წიგნი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება განიხილებოდეს, რომელიც დაინტერესებულ საზოგადოებას საცნობარო სახით წარმოუდგენს საინოვაციო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებს ევროპული სამეზობლო პროგრამისა და, კერძოდ, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის (EaP)კონტექსტში.

წიგნში მიმოხილულია: ევროკავშირის ინოვაციური განვითარების პრინციპები, საქართველოს ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, EaP წარმატებისთვის, აგრეთვე EaP სამუშაო ჯგუფების/პლატფორმების საქმიანობაში საინოვაციო პოლიტიკის მნიშვნელობა. წიგნში წარმოდგენილი მასალა ასახავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს, რომლებსაც წიგნის შესაბამისი თავები ეძღვნება:

1. საინოვაციო პროცესები და ქვეყნის ეფექტიანი მართვა: შესაძლებლობები აღმოსავლეთის პარტნიორობის ჩარჩოებში,

2. აღმოსავლეთის პარტნიორობა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი: სამრეწველო საკუთრების დაცვა; ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოები; საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში,

3. საინოვაციო პროცესები ენერგოუსაფრთხოებასა და გარემოს მართვაში: ხედვა დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან,

4. აღმოსავლეთის პარტნიორობა: განათლებისა და მეცნიერების როლი ადამიანებს შორის ურთიერთობის გაზრდაში.

წიგნის თავები, ლიტერატურა, და წიგნის მომზადებისას გამოყენებული დოკუმენტური მასალის ინტერნეტ-მისამართები წარმოდგენილია ასოციაცია ეგსიგ განახლებულ ვებ-საიტზე www.inovdev.ge, რათა ხელი შეუწყოს დაინტერესებული მკითხველისათვის გამოყენებული ფაქტიური მასალის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას.

წიგნის თვითოეულ თავში წარმოდგენილი საკითხები აგრეთვე განხილული იყო ასოციაცია ეგსიგს სემინარებზე, რომელთა მსვლელობისას გამართულმა დისკუსიებმა, გამოთქმულმა შენიშვნებმა და რეკომენდაციებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი წიგნში მოტანილი მასალის წარმოდგენის გაუმჯობესებას.

ავტორები მადლობას უხდიან ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, ასოციაცია ეგსიგ წევრებსა და „ტექინფორმის“ თანამშრომლებს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე კოლეგებს, რმლებიც ცალკეული თავების განხილვაში იღებდენ მონაწილეობას.

უკან
მიმაგრებული ფაილი
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".