ღონისძიებები

სემინარი „განათლებისა და მეცნიერების როლი ადამიანთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“

2011 წლის 28 ივნისს ჩატარდა სემინარი  ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში” სამუშაო პროგრამით.

თემა: აღმოსავლეთის პარტნიორობა: განათლებისა და მეცნიერების როლი ადამიანთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაში. მომხსენებელი: ინეზა გაგნიძე.

სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამინისტროების, სამთავრობო სააგენტოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრ-ორგანიზაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში მონაწილე მკვლევარები.

ჩატარების ადგილი: ყიფშიძის ქ. 7, ასოციაცია „ქალი და ბიზნესის” ბიზნეს-ინკუბატორის დარბაზი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".