ღონისძიებები

სემინარი „აღმოსავლეთის პარტნიორობა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი“

2011 წლის 29 აპრილს ჩატარდა სემინარი ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში” სამუშაო პროგრამით.

თემა: აღმოსავლეთის პარტნიორობა როგორც ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი:

1. ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოები, მომხსენებელი: ოლეგ შატბერაშვილი. 

2. სამრეწველო საკუთრების დაცვა, მომხსენებელი: დავით გაბუნია.

3. საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში, მომხსენებელი: ოლეგ შატბერაშვილი.

სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამინისტროების, სამთავრობო სააგენტოებისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრ-ორგანიზაციათა წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში მონაწილე მკვლევარები.

ჩატარების ადგილი: ყიფშიძის ქ. 7, ბიზნეს-ინკუბატორის დარბაზი.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".