ღონისძიებები

სემინარი „ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“

2010 წლის 09 ივლისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩატარდა  სემინარი „ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

სემინარის მიზანი იყო საქართველოში უმთავრესი მიზნობრივი/ინტერესტთა ჯგუფების წარმომადგენლების მნიშვნელოვან რაოდენობას გააცნოს ევროპული საინოვაციო პოლიტიკის საკითხები. ხაზგასმულია ევროპაში ამ საკითხებისადმი მაღალი ყურადღება. კერძოდ, ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ევროკავშირის ლისაბონის პროგრამა, კვლევისა და შემუშავების ევროპული ჩარჩო პროგრამა და სხვა. აგრეთვე, ქვეყნებისა და მათი რეგიონების საინოვაციო პოლიტიკების როლი. ნაჩვენებია, რომ ევროპული პოლიტიკის და ევროინტეგრაციაში მისი როლის შესწავლა საქართველოსთვის ამჟამად არარსებული საინოვაციო პოლიტიკის შემუშავების ეფექტიანი საშუალებაა. პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის, რაც აღნიშნული იყო ევროპელი ექსპერტების მიერ ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში.

სემინარზე განხილული იყო ევროინტეგრაციის პროცესის ინოვაციასთან დაკავშირებული ასპექტები, კერძოდ:

1. ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და მათი ნაწილების (რეგიონების) საინოვაციო პოლიტიკა: მათი ურთიერთქმედება, მიზნები და როლი ევროინტეგრაციაში.

2. კვლევისა და შემუშავების პოლიტიკა. კშ როგორც საინოვაციო რესურსი და ევროინტეგრაცია. საინოვაციო ინფრასტრუქტურა.

3. ინოვაციის მხარდამჭერი განათლების პოლიტიკა.

4. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი გავლენა მრეწველობაზე. საზოგადოებრივი სახსრებით მიღებული ინტელექტუალური საკუთრება.

5. ტექნოლოგიების გადაცემა. ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პოლიტიკა.

6. ინოვაციის მხარდამჭერი საფინანსო ინსტრუმენტები.

7. მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციის მხარდაჭერა.

8. საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში.

9. ინოვაციის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები. სტანდარტული და განსაკუთრებული ინდიკატორები.

10. ეგსიგ ვებსაიტის პრეზენტაცია (დემო-ვერსია).

11. შემოქმედებისა და ინოვაციის წელიწადი ევროპაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამა და ინოვაცია და სხვა.

სემინარზე მოხსენებები გააკეთეს საექსპერტო/კვლევითი ჯგუფის წევრებმა.

სემინარის პროგრამა შეესაბამება წიგნის (გზამკვლევის) მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“ შინაარსს. წიგნი სემინარის მონაწილეებს დაურიგდა.

სემინარზე მოწვეულები იყვნენ ასოციაცია ეგსიგ წევრები, სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენელები, მკვლევართა და მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპული კვლევის ცენტრების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".