სიახლეები

Jean Monnet პროგრამის 30 წელი

2019 წელს ევროკომისია აღნიშნავს Jean Monnet პროგრამის დაარსების 30 წლისთავს. ევროკომისიას დაგეგმილი აქვს რიგი ღონისძიებები, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტ მისამართზე - (https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/actions/jean-monnet_en).

პროგრამა Jean Monnet-ს მიზანია ცოდნის გადაცემა  ევროპული ინტეგრაციის პროცესების შესახებ  სწავლებისა და კვლევების მეშვეობით, ევროკავშირის კანონმდებლობის, ეკონომიკის, პოლიტიკის, ისტორიის, ევროკავშირის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ურთიერთობის შესახებ დებატების მოწყობით. პროგრამას Jean Monnet მრავალი პროგრამა და მოდული გააჩნია. 2007 წლიდან ახორციელებს მეტად მნიშვნელოვან პროგრამას უწყვეტი განათლების შესახებ (Lifelong Learning Programme), რომელიც  მოიცავს აგრეთვე ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა Erasmus+ და Leonardo.

პროგრამა Jean Monnet უმთავრესად განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები­სათვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მსოფლიოს ყველა ქვეყნის უნივერსიტეტებს.

პროგრამამ დიდი წვლილი შეიტანა ევროკავშირის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში მსოფლიო მასშტაბით.

პროგრამის მესვეურებისა და ჩვენი თხოვნაა, ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, განათავსოთ Jean Monnet პროგრამის საიუბილეო ბანერი.

https://www.facebook.com/groups/JeanMonnet30/?source_ id=630809920303095 თქვენს საიტზე ან facebook-ზე.

განთავსების შესახებ გთხოვთ შეგვატყობინოთ მისამართებზე:

shatberashvilioleg@gmail.com  ან  z.natsvaladze@gmail.com.

ESIDG ამ ცნობას გადასცემს EU EACEA-ს.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".