დასრულებული პროექტები

საქართველოში ევროპული საინოვაციო პოლიტიკის შესწავლის გაუმჯობესება

Improvement of the European Innovation Policy Study in Georgia

ევროკავშირის უწყვეტი განათლების პროგრამა (Lifelong Learning Programme)

ქვეპროგრამა: ჟან მონეს პროგრამა

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი იყო საქართველოში მკვლევარების, პროფესიონალების, სტუდენტების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთა ევროპული საინოვაციო პოლიტიკების, როგორც ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილის, შესახებ ცოდნისა და აღქმის დონის ამაღლება. ეს შემდეგი საშუალებებით მიიღწევა:

ა) პირველად ქართულ ენაზე საცნობარო მასალის (გზამკვლევის) მომზადება და მისი უფასოდ გავრცელება საქართველოს ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებში, კვლევით ორგანიზაციებში და ა.შ.;

ბ) ვებსაიტის შექმნა, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ამ საკითხებზე ინფორმაციის წყარო იქნება;

გ) სემინარის ჩატარება, რომელზეც განხილული იქნება ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და საზოგადოებას როგორც გზამკვლევი, ასევე ვებსაიტი წარედგინება.

პროექტს მრავალდარგოვანი მკვლევართა ჯგუფი ასრულებს. იგი სწავლობს როგორც საერთოევროპულ, ასევე წევრი-ქვეყნებისა და მათი რეგიონების საინოვაციო პოლიტიკებს.

 

პროექტის საბოლოო პროდუქტებია:

1. სემინარიევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია

ჩატარდა 2010 წლის 09 ივლისს,აქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, #53ა

სემინარის მიზანი იყო საქართველოში უმთავრესი მიზნობრივი/ინტერესტთა ჯგუფების წარმომადგენლების მნიშვნელოვან რაოდენობას გააცნოს ევროპული საინოვაციო პოლიტიკის საკითხები. ხაზგასმულია ევროპაში ამ საკითხებისადმი მაღალი ყურადღება. კერძოდ, ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ევროკავშირის ლისაბონის პროგრამა, კვლევისა და შემუშავების ევროპული ჩარჩო პროგრამა და სხვა. აგრეთვე, ქვეყნებისა და მათი რეგიონების საინოვაციო პოლიტიკების როლი. ნაჩვენებია, რომ ევროპული პოლიტიკის და ევროინტეგრაციაში მისი როლის შესწავლა საქართველოსთვის ამჟამად არარსებული საინოვაციო პოლიტიკის შემუშავების ეფექტიანი საშუალებაა. პოლიტიკის შემუშავება აუცილებელია საქართველოს მიერ გაცხადებული ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის, რაც აღნიშნული იყო ევროპელი ექსპერტების მიერ ევროპული სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში.

სემინარზე განხილული იყო ევროინტეგრაციის პროცესის ინოვაციასთან დაკავშირებული ასპექტები, კერძოდ:

1. ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და მათი ნაწილების (რეგიონების) საინოვაციო პოლიტიკა: მათი ურთიერთქმედება, მიზნები და როლი ევროინტეგრაციაში.

2. კვლევისა და შემუშავების პოლიტიკა. კშ როგორც საინოვაციო რესურსი და ევროინტეგრაცია. საინოვაციო ინფრასტრუქტურა.

3. ინოვაციის მხარდამჭერი განათლების პოლიტიკა.

4. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი გავლენა მრეწველობაზე. საზოგადოებრივი სახსრებით მიღებული ინტელექტუალური საკუთრება.

5. ტექნოლოგიების გადაცემა. ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პოლიტიკა.

6. ინოვაციის მხარდამჭერი საფინანსო ინსტრუმენტები.

7. მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციის მხარდაჭერა.

8. საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში.

9. ინოვაციის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები. სტანდარტული და განსაკუთრებული ინდიკატორები.

10. ეგსიგ ვებსაიტის პრეზენტაცია (დემო-ვერსია).

11. შემოქმედებისა და ინოვაციის წელიწადი ევროპაში, აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამა და ინოვაცია და სხვა.

სემინარზე მოხსენებები გააკეთეს საექსპერტო/კვლევითი ჯგუფის წევრებმა.

სემინარის პროგრამა შეესაბამება წიგნის (გზამკვლევის) „მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“ შინაარსს. წიგნი სემინარის მონაწილეებს დაურიგდა.

სემინარზე მოწვეულები იყვნენ ასოციაცია ეგსიგ წევრები, სამინისტროებისა და სააგენტოების წარმომადგენელები, მკვლევართა და მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, კვლევითი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ევროპული კვლევის ცენტრების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

2. წიგნი (გზამკვლევი): მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია".

გამომცემელი: ასოციაცია ეგსიგ, 2010 წელი, 310 გვერდი, 

ლიტ.: 230 დასახელება.დაკაბადონებული და დასტამბულია ტექინფორმში.

წიგნი მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაციაპროექტის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. იგი ქართველ მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ევროპული მასალების (ნორმატიული დოკუმენტების, სტატიების, წიგნებისა და სხვა) ანალიზის შედეგადაა დაწერილი. მისი თავები განხილულია ასოციაცია ეგსიგ სემინარებზე, რომელშიც ათობით მკვლევარი და მასწავლებელი მონაწილეობდა.

პოლიტიკის მრავალდონიანი ბუნება ხაზგასმულია იმის მისათითებლად, რომ საქართველოსთვის განვითარების გზის დასადგენად საჭიროა ევროპული პოლიტიკების მთლიანი სპექტრის შესწავლა. ესაა პირველი წიგნი ქართულ ენაზე მიძღვნილი ევროინტეგრაციის ინოვაციასთან დაკავშირებული ასპექტებისადმი. ეს აკადემიური გამოცემაა, რომელიც მრავალრიცხოვანი გამოყენებული წყაროების (200-ზე მეტი დასახელების პუბლიკაციისა და 100 მეტი ვებსაიტის) ზუსტ ციტირებას შეიცავს, რითაც მკითხველს შემდგომი, უფრო ღრმა შესწავლის საშუალებას აძლევს. ამავე დროს იგი, შედარებით ფართო მკითხველის მოსაზიდად, მისაწვდომი ენითაა დაწერილი.

წიგნის შინაარსი სემინარის „ევროპული საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“ დღის წესრიგს თანხვდება:

1. ევროკავშირის, წევრი ქვეყნებისა და მათი ნაწილების (რეგიონების) საინოვაციო პოლიტიკა: მათი ურთიერთქმედება, მიზნები და როლი ევროინტეგრაციაში.

2. კვლევისა და შემუშავების პოლიტიკა. კშ როგორც საინოვაციო რესურსი და ევროინტეგრაცია. საინოვაციო ინფრასტრუქტურა.

3. ინოვაციის მხარდამჭერი განათლების პოლიტიკა.

4. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მათი გავლენა მრეწველობაზე. საზოგადოებრივი სახსრებით მიღებული ინტელექტუალური საკუთრება.

5. ტექნოლოგიების გადაცემა. ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პოლიტიკა.

6. ინოვაციის მხარდამჭერი საფინანსო ინსტრუმენტები.

7. მცირე და საშუალო საწარმოებში ინოვაციის მხარდაჭერა.

8. საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში.

9. ინოვაციის შეფასებისა და მონიტორინგის მეთოდები. სტანდარტული და განსაკუთრებული ინდიკატორები.

წიგნის ყველა თავი შეიცავს საერთოევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ მიდგომას.

წიგნის გამოცემის მიზანია ინტერესთა უმთავრეს ჯგუფებს (სტუდენტებს, მეცნიერებს, სახელმწიფო მოხელეებს, მრეწველებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს), ნაკლებად გაცნობილს საინოვაციო პოლიტიკას ზოგადად და ევროპულ პოლიტიკას კერძოდ, გადაეცეს ახალი ცოდნის ასამაღლებელი ინსტრუმენტი ევროინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში.

წიგნში მოცემული მასალა სხვადასხვა ჯგუფებმა შეიძლება გამოიყენონ როგორც ჯგუფების შიგნით, ასევე სხვა ჯგუფებთან საკომუნიკაციო მასალების მოსამზადებლად, აგრეთვე, საქართველოში საინოვაციო პოლიტიკაზე მუშაობის დასაწყებად. თემატიკით დაინტერესებულ მეცნიერებს შეუძლიათ კვლევის მიმართულებების შესარჩევად გამოიყენონ წიგნი.

წიგნი უფასოდ დაურიგდა სემინარის მონაწილეებს და ნაწილდება ბიბლიოთეკებში, კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებში, სახელმწიფო მართვის ორგანოებში.

 

3. ასოციაცია ეგსიგ-ის ვებსაიტი (www.inovdev.ge)

ასოციაციის ვებსაიტი საინოვაციო პროცესების შესახებ ვებსაიტია, რომლის მსგავსი საქართველოში არა გვაქვს. იგი საზოგადოებისთვის იქნება გასასვლელი გაცილებით უფრო ვრცელი ინფორმაციის ველში, ვიდრე წიგნში (გზამკვლევშია) მოყვანილი. ამის აუცილებლობას ევროპული საინოვაციო პროცესების შესწავლის შემდგომი გაფართოების საჭიროება განაპირობებს. ამის გარეშე საქართველოს განვითარების პარადიგმის საინოვაციოზე შეცვლა ვერ მოხდება.

ასოციაციის ვებსაიტი შემდეგ ნაწილებს შეიცავს (ქართულად და, მოკლედ, ინგლისურად):

1. მიზნების განცხადება და ასოციაციის წევრები

2. ევროპაში საინოვაციო პროცესების შესახებ ინფორმაცია (ბმულებით უმნიშვნელოვანეს რესურსებზე)

3. ინფორმაცია შემოქმედებითობისა და ინოვაციის ევროპული 2009 წლის შესახებ და აღმოსავლეთი პარტნიორობის რელევანტური ნაწილების შესახებ, ბმულებით შესაბამის ევროპულ საიტებზე

4. პუბლიკაციები – ასოციაციის წევრებისა და სხვა ავტორების რელევანტური აკადემიური და არააკადემიური პუბლიკაციები საქართველოსა და ევროპაში მიმდინარე საინოვაციო პროცესების შესახებ

5. პარტნიორები (ბმულებით, საქართველოში ევროპული გამოკვლევების სხვა ცენტრებთან ბმულების ჩათვლით)

6. პროექტები (მიმდინარე პროექტის ჩათვლით)

7. სემინარები, კონფერენციები და ინფორმაციის გავრცელების ღონისძიებები.

საიტის მიმართ ზოგადი მოთხოვნების გარდა, მან პროექტთან დაკავშირებული რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ:

  • გზამკვლევის (წიგნის) „მრავალდონიანი საინოვაციო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია“ ელექტრონული ვერსია განთავსებულია საიტზე, რათა მომხმარებელთა რაც შეიძლება ფართო წრისთვის იყოს ხელმისაწვდომი,
  • წიგნის მომზადების პროცესში გამოყენებული წყაროები ბიბლიოგრაფიულად კორექტულადაა აღწერილი და განთავსებული საიტზე.

ვებსაიტი საქართველოში მიმდინარე საინოვაციო აქტივობის საერთაშორისო ხილვადობას შეუწყობს ხელს (საიტის ინგლისური ვერსია) და, აგრეთვე, ქართველი და ევროპელი პარტნიორების მოძებნაში დაეხმარება მომხმარებელს.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".