დასრულებული პროექტები

ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა, როგორც მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის

ჟან მონეს პროგრამა 

პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ჟან მონეს პროგრამის მხარდაჭერით.

 

პროექტის დაწყების თარიღი:                  01.09.2013

პროექტის დასრულების თარიღი:            31.08.2014

პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონული საინოვაციო პოლიტიკების (RIP), როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის ნაწილის, შესახებ ცოდნის და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას მეცნიერებს, პროფესიონალებს, სტუდენტებს, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჩართვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამასა და ევროპის ინტეგრაციულ პროცესებში.

ამ მიზნის მისაღწევად ჩატარდა სამი სემინარი რეგიონულ უნივერსიტეტებში (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) RIP-ის ადგილობრივი სტეიქჰოლდერების 400 წარმომადგენლის მონაწილეობით.

ინტერესთა ჯგუფებს (მეცნიერები, სტუდენტები, სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები, მრეწველები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ჟურნალისტები, საზოგადოება), რომლებიც კარგად არ იცნობდნენ რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის საკითხებს, მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.

პროექტის შედეგად ასოციაციამ ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ეგსიგ) გამოსცა ელექტრონული წიგნი (CD-ROM)ევროკავშირის რეგიონული საინოვაციო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაქართულ ენაზე. CD-ROM უფასოდ გადაეცათ სემინარის მონაწილეებს, გავრცელდა ბიბლიოთეკებში და დაინტერესებულ ორგანიზაციებში. კვლევის შედეგები ასევე განთავსებულია ასოციაცია „ეგსიგ“-ის ვებსაიტზე. რედაქტორი ი. გოგოძე, თბილისი, ეგსიგ, 2014 წელი. 180 გვ. ISBN 978-9941-0-6582-8.

წიგნის (CD-ROM-ის) ზოგადი დანიშნულებაა საქართველოში რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის შემუშავებისთვის საჭირო ინფორმირებულობის დონის უზრუნველყოფა.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".