დასრულებული პროექტები

შიდა კვლევების და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება

Fosi Core და ინსტიტუციური მხარდაჭერა/პირველი წელი

 

გრანტის ნომერი 40022129

საბოლოო მოხსენებითი ანგარიში 

1 მაისი, 2012-30, 2013 წლის აპრილი 

შემოკლებები:

AR4D - სასოფლო-სამეურნეო კვლევები განვითარებისთვის

ASTI - სოფლის მეურნეობის მეცნიერების და ტექნოლოგიების ინდიკატორების ინიციატივა

BSEC - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

CACAARI - ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების ასოციაცია

CAC - ცენტრალური აზია და კავკასია

CSF - სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი

CGIAR - სოფლის მეურნეობის საერთაშორისო კვლევის საკონსულტაციო ჯგუფი

EACEA - ევროკავშირის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო

EaP - ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა

ESIDG - ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის

Eu-SPRI - კვლევის და ინოვაციის პოლიტიკის ევროპული კვლევების ფორუმი

ERENET - მეწარმეობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელი

FARA - აფრიკის სოფლის მეურნეობის კვლევების ფორუმი

GSSF - საქართველოს სტრატეგიული კვლევების ფონდი

GFAR - სოფლის მეურნეობის კვლევის გლობალური ფორუმი

GCARD - გლობალური კონფერენცია სოფლის მეურნეობის კვლევა განვითარებისთვის

IFPRI - სურსათის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი

NGO - არასამთავრობო ორგანიზაცია

SME - მცირე და საშუალო საწარმოები

ICT/ICM - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/ინფორმაციის და კომუნიკაციის მენეჯმენტი

KAS - კონრად ადენაუერის ფონდი

FAO - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

WB - მსოფლიო ბანკი

WMO - მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია

UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა

USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო

MP - პარლამენტის წევრი

 

 

. გრანტის პერიოდისთვის დაგეგმილი კონკრეტული პროექტები და პროგრამები

საანგარიშო პერიოდში TTF-ის (ტექნიკური დავალების სამუშაო ჯგუფი) გრანტის წყალობით საგრძნობლად გაიზარდა ზოგადი კვლევითი საქმიანობა და რეზულტატები პროექტის წინა ერთწლიან პერიოდთან შედარებით.

1. საინოვაციო პოლიტიკების ზოგადი კვლევ

1.1. ჩატარდა იმ საერთაშორისო სტატისტიკური კვლევების მიმოხილვა, რომლებიც მოიცავს საქართველოს მონაცემებს, საქართველოს ეკონომიკის „ინოვაციურობის“ დონის შეფასების მიზნით. მომზადდა შესაბამისი ანგარიში და გამოქვეყნდა ნანა ასლამაზიშვილის (ასოციაცია ეგსიგ და საქართველოს ეროვნული ბანკი) ნაშრომი „რამდენად ინოვაციურია საქართველოს ეკონომიკა?“ (იხ. ნაწილი ბ.1).

1.2. დამყარდა კონტაქტები ინოვაციური პოლიტიკის კვლევის წამყვან ევროპულ ცენტრებთან 2012 წლის 11-13 ივნისს კარლსრუეში, გერმანია, ჩატარებულ Eu‐SPRI Annual Conference 2012-ში მონაწილეობის მეშვეობით.

TTF-ის მიერ დამტკიცებული პროექტის წინადადების თანახმად, ასოციაცია ეგსიგ, გარდა საინოვაციო სისტემების და პოლიტიკებისადმი ზოგადი ინტერესისა, ყურადღებას ამახვილებს შიდა კვლევაზე შემდეგ ურთიერთდაკავშირებულ საკითხებში:

• საინოვაციო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის დარგში

• საინოვაციო პოლიტიკა მცირე და საშუალო საწარმოებთან მიმართებით

• რეგიონული (სახელმწიფოს შიდა) საინოვაციო პოლიტიკა

2. სოფლის მეურნეობის საინოვაციო პოლიტიკა

აღნიშვნის ღირსია საანგარიშო პერიოდში (2012 წლის მაისი - 2013 წლის აპრილი) განხორციელებული შემდეგი კვლევები:

2.1. საქართველოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პოლიტიკური/სტრატეგიული დოკუმენტების შესწავლა კონტენტ-ანალიზის მეთოდის გამოყენებით და შედეგების ევროკავშირის შესაბამისი დოკუმენტების იდენტური მეთოდით ჩატარებულ ანალიზთან შედარება. კერძოდ, შედარებულ იქნა ხელისუფლების სტრატეგია "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" (რომელშიც სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს) და "ევროპული პლატფორმა სიღარიბის წინააღმდეგ", ასევე ევროკავშირის "სოფლის განვითარების სტრატეგიული სახელმძღვანელო" და "საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2012-2022 წლებში". კონტენტ-ანალიზის საფუძველზე ჩამოყალიბდა დოკუმენტის ინოვაციებთან დაკავშირებული კომპონენტის მნიშვნელობის შეფასების მეთოდი და განხორციელდა ყველა დოკუმენტის ტესტირება მისი გამოყენებით.

ზემოხსენებული კვლევის შედეგების ნაწილი, ასევე კვლევის მეთოდოლოგია, აღწერილია წიგნში "აღმოსავლეთის პარტნიორობა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში: პოლიტიკის კვლევის რეზულტატი", თავი II, ოლეგ შატბერაშვილი "საინოვაციო პოლიტიკა" (იხ. ნაწილი ბ.1).

2.2. სოფლის მეურნეობის სტატუსის კვლევა განვითარების თვალსაზრისით ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი). კვლევის შედეგები წარმოდგენილი იყო CACAARI-ის ყოველწლიურ შეხვედრაზე 2012 წლის 21-25 ოქტომბერს ქ. ტაშკენტში, უზბეკეთი, და 2012 წელს, 27 ოქტომბერი-3 ნოემბერი, GCARD კონფერენციაზე, პუნტა დელ ესტეში, ურუგვაი.

2.3. ICT/ICM სტატუსის კვლევა AR4D-ს ფარგლებში CAC რეგიონში განხორციელებულ იქნა პროექტის წინა პერიოდში და გამოიცა CACAARI-ის მიერ ბროშურის ფორმით ტაშკენტში 2012 წელს და წარდგენილი და განხილული იყო საკონსულტაციო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში ცოდნის ხელმისაწვდომობის საკითხზე, FARA - GFID, აკრა, განა, 2012 წლის 18-23 ივნისი.

2.4. დამყარდა თანამშრომლობა IFPRI ASTI პროექტთან, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო მონაცემებს წარმოადგენს, და მონაცემთა გაცვლა დაიწყო.

2.5. დაიწყო საქართველოში და მსოფლიოში სურსათის უვნებლობის კვლევის მხარდაჭერის სისტემების შესწავლა.

2.6. რაც შეეხება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებას, განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონების შესწავლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაირკვა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიღებულ კანონებში (ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა) არის მნიშვნელოვანი გადახვევები მსოფლიო პრაქტიკიდან. რეკომენდაციები საქართველოს კანონ-პროექტისთვის სოფლის მეურნეობის კოოპერატივების შესახებ გადაეცა საქართველოს პარლამენტს. დოკუმენტები ამჟამად განიხილება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯგუფის მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად. დასკვნები ასევე წარდგენილი იყო განსახილველად აღმოსავლეთის პარტნიორობის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პანელის პირველ შეხვედრაზე (ბრიუსელი, 2013 წლის მაისი)

3. მცირე და საშუალო საწარმოებთან დაკავშირებული საინოვაციო პოლიტიკა

3.1. ასოციაციის ეგსიგ წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ვორქშოფში თემაზე "ინოვაციური მეწარმოება და მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარება“, BSEC - KAS, 2012 წლის 12-14 სექტემბერი, თბილისში, საქართველო. მონაწილეობის შედეგად ასოციაცია ეგსიგ გახდა ERENET-ის წევრი და ოლეგ შატბერაშვილის ნაშრომი „ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოები“ გამოქვეყნდა ERENET-ის ჟურნალში (იხ. ნაწილი ბ.1).

3.2. მიმოხილვის საერთაშორისო სტატისტიკურ გამოკვლევებში საქართველოს შესახებ (იხ.ზემოთ 1.1) ერთ-ერთი თავი ნანა ასლამაზიშვილის ავტორობით ასევე ეძღვნება ინოვაციურ მცირე და საშუალო საწარმოებს.

4. რეგიონული (ქვეყნის შიდა) საინოვაციო პოლიტიკა

ასოციაციამ ეგსიგ დაასრულა საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელების მოსაზრებების, დამოკიდებულებების და ინოვაციების სფეროში საჭიროებების კვლევა. გამოკითხვა ჩატარდა ქართული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, აკადემიური წრეების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელბთან ჩაღრმავებული ინტერვიუების საფუძველზე. გამოკითხულ ორგანიზაციებს შორის არის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და რეგიონებში მოქმედი კომპანიები. მთავარი დასკვნა არის ის, რომ რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების გავრცელება (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში). რეგიონული საინოვაციო პოლიტიკის საკითხების შემდგომი კვლევა გადაიდო იმის გამო, რომ ასოციაციის ეგსიგ საპროექტო წინადადებამ "საქართველოს რეგიონებში პოლიტიკის დღის წესრიგში ინოვაციური საკითხების ჩართვის ხელშეწყობა" ვერ გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში. წინადადების გაუმჯობესებული ვერსია შეტანილ იქნა ევროკავშირის დელეგაციაში 2013 წლის წინადადებების მოთხოვნის ფარგლებში, მაგრამ კიდევ ერთხელ დამარცხდა (იხილეთ ცხრილი ნაწილში „გ“). კიდევ ერთი (განსხვავებული) წინადადება ამავე თემაზე წარდგენილია ჟან მონეს პროგრამაში. შედეგები ცნობილი იქნება 2013 წლის ივნისში.

ბ. კომუნიკაცია და ადვოკატირების სტრატეგიები

პუბლიკაციები და პრეზენტაციები

შემდეგი სახის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა TTF გრანტის პერიოდში.

1. კვლევითი შრომები და პრეზენტაციები საერთაშორისო ღონისძიებებზე

ნანა ასლამაზიშვილი. „რამდენად ინოვაციურია ქართული ეკონომიკა?“ მიუნხენის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, გერმანია, MPRA ნაშრომის # 44622, 02/2013. (http://mpra.ub.uni-muenchen.de/44622/)

ოლეგ შატბერაშვილი. „ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა: საქართველო“. წიგნი „აღმოსავლეთის პარტნიორობა და ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრა საქართველოში“, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და GFSIS, თბილისი, 2012 წელი, გვ. 42-61.

ოლეგ შატბერაშვილი. „ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოები“, ERENET PROFILE Journal, საკითხი N4, ტ. VII, დეკემბერი, 2012 წ.

ოლეგ შატბერაშვილი. „სოფლის მეურნეობის კვლევის სტატუსი განვითარების თვალსაზრისით ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. CACAARI, ყოველწლიური შეხვედრა, ქ. ტაშკენტი, 2012 წელი, და GCARD, 2012 წელი, 27 ოქტომბერი-3 ნოემბერი, პუნტა დელ ესტე, ურუგვაი.

ოლეგ შატბერაშვილი. რეგიონული ანგარიში: „საინფორმაციო და საკომუნიკაციო მართვა სოფლის მეურნეობის კვლევაში განვითარებისთვის ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში“. CACAARI, ტაშკენტი, 2012.

ლევონ ჩობანიანი. „ICT/ICM სტატუსი სოფლის მეურნეობის კვლევაში განვითარებისთვის ცენტრალურ აზიაში და სამხრეთ კავკასიაში“. საკონსულტაციო შეხვედრა სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობის საკითხებზე, FARA - GFID, აკრა, განა, 18-23 ივნისი, 2012

იოსებ გოგოძე. „შედგენილი ინდიკატრი ECAICI და საქართველოს ინოვაციური შესაძლებლობების პოზიცია ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში“, MPRA ნაშრომი # 43921,2013 (http://mpra.ub.uni-muenchen.de/43921/)

იოსებ გოგოძე. „შედგენილი ინდიკატორი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების რეგიონული ინოვაციური სისტემებისთვის“, MPRA ნაშრომი # 43911, 2013 (http://mpra.ub.uni-muenchen.de/43911/).

დავით გაბუნია. „თანამედროვე მსოფლიო და საპატენტო გამოწვევები“. მოამბე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (ბეჭდური ფორმა).

2. კომუნიკაცია მას-მედიასთან

ოლეგ შატბერაშვილი. „ევროპის სოფლის მეურნეობის საინოვაციო პოლიტიკა“. ჟურნალ „აგრარული საქართველო“, # 6 (14), ივნისი, 2012 წელი, გვ. 8-9.

ოლეგ შატბერაშვილი. „საინოვაციო პროცესები და საქართველოს სოფლის მეურნეობა“. ჟურნალ „აგრარული საქართველო“, # 7 (15), 2012 წლის ივლისი, გვ. 4-5.

ოლეგ შატბერაშვილი. „აგრარულ სექტორს სჭირდება ძლიერი კვლევისა და ინოვაციის ბაზა“. ჟურნალ „აგრარული საქართველო“, # 11 (19), ნოემბერი, 2012 წ.

მაია ჩიკვაიძის ინტერვიუ ოლეგ შატბერაშვილთან სოფლის მეურნეობის ინოვაციის საკითხზე საქართველოში. ინტერნეტ ფორუმი/ბიულეტენი FOR.ge, 3 ნოემბერი, 2012.

დავით გაბუნია. „ცოდნის და ინოვაციების მიმართულებით“. გაზეთი "ვერსია", # 729, 2013 წლის მარტი;

ოლეგ შატბერაშვილი. „საქართველოს სამეცნიერო სისტემის რეფორმირების შესახებ“. ელექტრონული ჟურნალი "Liberali.ge", 30.01.2013 (www.liberali.ge)

ინტერვიუ ოლეგ შატბერაშვილთან საინოვაციო პოლიტიკის და კვლევითი სისტემის როლის შესახებ, ტელეკომპანია რუსთავი 2.

ინტერვიუ ოლეგ შატბერაშვილთან სოფლის მეურნეობის პრიორიტეტის, ახალი ხედვები და შეფასებების შესახებ. 2013 წლის 9 აპრილი, TV9, www.myvideo.ge.

ასოციაცია ეგსიგ-ს ვებ-საიტს მისამართზე - www.inovdev.ge ამჟამად 6,5 ვიზიტორი ჰყავს ყოველდღიურად, მაშინ როდესაც 2012 წლის მაჩვენებელი 2-ზე ნაკლები იყო.

ასოციაცია ეგსიგ გვერდი Facebook-ზე შექმნის პროცესშია.

3. პოლიტიკის მოკლე მიმოხილვა

• საქართველოს საინოვაციო პოლიტიკის ზოგადი საკითხები. GSSF ბიულეტენი. 6 გვერდი, 2013 წელი (გაიგზავნა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებში, განთავსდა ვებ-გვერდზე www.inovdev.ge)

• არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ინოვაცია საქართველოში" დეკლარაცია. 3 გვერდი, ასოციაცია ეგსიგ, 2013 წელი (გაიგზავნა სამინისტროებსა და სამთავრობო უწყებებში, განთავსდა ვებ-გვერდზე www.inovdev.ge)

4. ასოციაციის ეგსიგ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები

რეგულარული სემინარი საინოვაციო პოლიტიკის და ინოვაციური განვითარების თემაზე გაგრძელდა. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები/პრეზენტაციები:

ოლეგ შატბერაშვილი (ასოციაცია ეგსიგ). „ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკა და მისი გამოყენებადობა საქართველოში“. ჩატარების ადგილი: GSSF, 2012 წლის ივლისში, 60 მონაწილე. იხ. სლაიდ-შოუ მისამართზე: www.inovdev.ge, განხილვა: www.gssf.org და www.fes.ge.

ანზორ დუნდუა (ასოციაცია ენერგიის ეფექტიანი მოხმარება და ასოციაცია ეგსიგ). „ენერგომომარაგება სოფლის დასახლებებში“. ჩატარების ადგილი: ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“ ბიზნეს-ინკუბატორი, 15 სექტემბერი 2012, 40 მონაწილე. (ტექსტი ქართულ ენაზე იხ. მისამართზე www.inovdev.ge).

ასოციაციის ეგსიგ სამი შიდა სემინარი: განხილული იყო: ო შატბერაშვილის, ი. გოგოძის, ნ. ასლამაზიშვილის, დ. გაბუნიას კვლევითი ნაშრომები.

ასოციაციის ეგსიგ სამ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "ინოვაციური საქართველო" ინიციატივით წევრებსა და პარტნიორებს შორის განხილულ იყო კოალიციის წესდება და ანგარიში პოლიტიკის საკითხზე (2012 წლის ოქტომბერი) და საპროექტო წინადადება კოალიციის მხარდაჭერის საკითხზე (2013 წლის მარტი).

ერთი შეხვედრა ასოციაციის ეგსიგ მკვლევარებს და კოალიციის "ინოვაციური საქართველოს" წევრებს შორის მოეწყო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან საქართველოს პარლამენტში, ქუთაისში.

ასოციაციის ეგსიგ ორი შეხვედრა მიეძღვნა TTF საგრანტო პერიოდის მუშაობის შუალედური და საბოლოო შედეგების განხილვას.

5. მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები

ასოციაცია ეგსიგ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ღონისძიებებში:

ექსპერტთა შეხვედრა თემაზე: „GFAR ვირტუალური აკადემიის განვითარება სურსათის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის ხედვის საკითხებზე“, დუბლინი. ირლანდია, 29-31 მაისი 2012

Eu-SPRI ყოველწლიური კონფერენციატრანსფორმაციული ხელისუფების მიმართულებით? პასუხები მისიაზე ორიენტირებული საინოვაციო პოლიტიკის პარადიგმებზე“. 11-13 ივნისი, 2012 წელი, კარლსრუე, გერმანია.

კონსულტაციები სოფლის მეურნეობის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე, აკრა, განა, 18-23 მაისი, 2012 წელი.

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამუშაო ჯგუფის მე-2 შეხვედრა. ბრიუსელი, 9 ივლისი, 2012 წელი.

საერთაშორისო სემინარი "ინოვაციური წარმოება და მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარება," BSEC - KAS, 12 -14 სექტემბერი, 2012 წელი, თბილისი, საქართველო.

CAC რეგიონული სემინარი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სტრატეგია სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების კუთხით“. WMO - CACAARI, 21-24 ოქტომბერი, 2012 წელი, ტაშკენტი, უზბეკეთი

CACAARI ყოველწლიური შეხვედრა. 25 ოქტომბერი, 2012 წელი, ტაშკენტი, უზბეკეთი.

მეორე მსოფლიო კონფერენცია თემაზესოფლის მეურნეობის კვლევ განვითარებისთვის“ - GCARD 2012 წელი, პუნტა დელ ესტე, ურუგვაი. 27 ოქტომბერი-3 ნემბერი, 2012 წელი.

კონფერენცია "საწყისი ღონისძიებები და პერსპექტივები ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლისთვის", საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თბილისი, 2013 წლის მარტი (ასოციაცია ეგსიგ წევრები იყვნენ ძირითადი მომხსენებლები).

6. ადვოკატირება, თანამშრომლობა და ახალი წევრობა პროფესიულ ასოციაციებ და კოალიციებ

ანგარიშის პერიოდში:

• ევროკომისიამ და სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საბჭომ შეარჩია ასოციაცია ეგსიგ როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (20 სხვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად) სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე ყოველწლიურ ფორუმზე, შვეცია, 29 ნოემბერი - 1 დეკემბერი, 2012 წელი.

• ასოციაცია ეგსიგ მიწვეულ იქნა ERENET-ის წევრად.

• ასოციაციის ეგსიგ თავმჯდომარე არჩეულ იქნა აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეორე სამუშაო ჯგუფის (ეკონომიკური ინტეგრაცი ევროკავშირთან) კოორდინატორის თანამდებობაზე და პლატფორმის ცენტრალური საბჭოს წევრად.

• ასოციაციის ეგსიგ ინიატივით 2012 წლის 6 ოქტომბერს დაფუძნდა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ინოვაციური საქართველო" და ამჟამად ხელმძღვანელობს ამ კოალიციას. კოალიციის თანადამფუძნებლები და წევრები არიან შემდეგი ორგანიზაციები:

1. ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ (ასოციაცია ეგსიგ)

2. ინოვაციის და საწარმოების განვითარების ცენტრი

3. კვლევების, ტექნოლოგიების და ინოვაციის წინსვლის საერთაშორისო ცენტრი (ICARTI)

4. ინფორმაციის და დოკუმენტაციის საქართველოს ფედერაცია (GFID)

5. ფონდი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)

6. საერთაშორისო ფონდი მდგრადი განვითარებისათვის (IFSD)

7. საქართველოს ფერმერთა სახლი

8. საქართველოს ენერგო-რესურსების ეფექტიანი გამოყენების ასოციაცია

9. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“

10. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG)

11. ასოციაცია „ინტელექტუალური საკუთრება და ინოვაციები“

12. ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია

კოალიციის მიზანია საქართველოში საინოვაციო პოლიტიკის განვითარების ადვოკატირების გაუმჯობესება.

ასოციაციამ ეგსიგ დაიწყო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის დონორთა საკოორდინაციო ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა საქართველოში მოქმედი სოფლის მეურნეობის დონორების მიერ (ევროკავშირის დელეგაცია, FAO, WB, UNDP, USAID და სხვა). მასში გაერთიანებული არიან აგრარული პოლიტიკის და განვითარების საკითხებზე მომუშავე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი ორგანიზაციებიც. ასოციაცია ეგსიგ გახდა ამ ჯგუფის წევრი.

ასოციაცია ეგსიგ გახდა 10 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სურსათის უვნებლობის საკითხებით დაკავებული სამუშაო ჯგუფის წევრი. ამ ჯგუფში ასოციაცია ეგსიგ ლობირებს საკითხის ინოვაციურ ასპექტს. ამჟამად იგი მონაწილეობს ჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრებში კომპეტენტურ სამთავრობო სტრუქტურებთან და საპარლამენტო კომიტეტებთან, რაც მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის კანონის განხილვას (დღემდე სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან ერთად). ასოციაციის ეგსიგ ორი წარმომადგენელი მონაწილეობდა სასწავლო ტურში პოლონეთში, რომელიც მიზნად ისახავს სურსათის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ორგანიზებას.

• ორი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები (სოციალ-დემოკრატიული პარტია და ეროვნული ფორუმი), რომლებიც ბოლო წლებში სარგებლობდნენ ასოციაცია ეგსიგ კონსულტაციით საინოვაციო პოლიტიკის სფეროში, გახდნენ პარლამენტის წევრები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ისინი ორი საპარლამენტო კომიტეტის უფროსის მოადგილეები არიან.

• ასოციაცია ეგსიგ მონაწილეობას იღებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტებთან და სამინისტროებთან საინოვაციო პოლიტიკის საკითხების ადვოკატირების გასაწევად. გაიმართა ჯგუფის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და კომისიის თავმჯდომარეებთან, ასევე ცალკე შეხვედრები ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებში. კონსულტაციების მიზანია მომავალი თანამშრომლობის რეჟიმის განსაზღვრა. პარალელურად მოეწყო შეხვედრები სამინისტროებში. ჩატარდა შეხვედრები განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრთან.

• ასოციაცია ეგსიგ შეუერთდა ახლად შექმნილ მრჩეველთა საბჭოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან.

• საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მიმართა ასოციაციას ეგსიგ თხოვნით, დახმარება გაეწია კომიტეტში საინოვაციო საბჭოს ფორმირებაში, ასევე საქმიანობის სქემის დადგენაში. საბჭო ჩამოყალიბდა. საბჭოს ძირითად ბირთვს ქმნიან ასოციაციის ეგსიგ მკვლევარები და კოალიცია "ინოვაციური საქართველოს" წარმომადგენლები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. საბჭოს პირველი გაფართოებული სხდომა დეპუტატების მონაწილეობით ჩატარდა პარლამენტში 2013 წლის 18 აპრილს.

• ასოციაცია ეგსიგ იღებს მონაწილეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ კანონის განხილვაში სოფლის მეურნეობის კომიტეტთან ერთად და ლობირებს ქართული კანონების დაახლოებას იმ ქვეყნების კანონმდებლობასთან, სადაც კოპერატივები წარმატებით ახორციელებენ საქმიანობას. მთავარი საკითხებია კოოპერატივის წევრობისთვის შესაბამისობის და კოოპერატივების რეგისტრაციის წესების დადგენა (სოფლის მეურნეობის კოოპ

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".