დასრულებული პროექტები

ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სფეროებში

პროექტის დასახელება: ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სფეროებში (http://blacksea-horizon.eu)

პროექტის აკრონიმი: „შავი ზღვის ჰორიზონტი“

დაწყების თარიღი               01.02.2015

ხანგრძლივობა                     36 თვე

 „შავი ზღვის ჰორიზონტი“ დაიგეგმა ევროკავშირსა და შავი ზღვის რეგიონს შორის მეცნიერების, ტექნოლოგიის და ინოვაციის სფეროებში ბირეგიონალური თანამშრომლობის გასაფართოებლად. პროექტის ფარგლებში დიალოგის მხარდაჭერის შედეგი იქნება ევროკაშირის გარემოს და არსებული თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაუმჯობესება, ასევე ცნობიერების ამაღლება დარჩენილი დაბრკოლებების ელიმინაციის და ევროკაშირ-შავი ზღვის ერთობლივი პროგრამის საფუძველზე ბი-რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ. რესურსების თავმოყრის ხელშესაწყობად პროექტის ფარგლებში შეიქმნება მხარდამჭერი ფონდების ჯგუფი ინფრასტრუქტურით და წესების და დებულებების მკაფიოდ განსაზღვრული პაკეტით, რომელიც მზად იქნება წინადადებებზე ერთობლივი კონკურსის გამოსაცხადებლად. შავი ზღვის რეგიონის მეცნიერების მონაწილეობა „ჰორიზონტში 2020“ ხელშეწყობილი იქნება მომავალი კონკურსებისთვის კვლევების ერთობლივი თემატიკის დადგენით, უახლესი ინფორმაციის და საუკეთესო გამოცდილების გაცნობით „ჰორიზონტში 2020“ ჩართული მკვლევარების დიდი ჯგუფებისთვის, ასევე ერთობლივი წინადადებების რაოდენობის გაზრდით. საზოგადოებრივი მეცნიერებების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან, რომლებიც გაივლიან ტრეინინგებს „ჰორიზონტის 2020“ ფარგლებში, ჩატარდება უშუალო შეხვედრები მომავალი თანამშრომლობის ხელშესაწყობად. პროგრამის ხელმძღვანელები ევროკავშირიდან და შავი ზღვის ქვეყნებიდან ერთობლივად ჩაერთვებიან პროექტების იმპლემენტაციაში და მომავალ ერთობლივად დაფინანსებულ ERA-ქსელებში. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში გაიზრდება ცოდნა კლასეტური პოლიტიკების და კლასეტური მართვის შესახებ, დამყარდება უშუალო საქმიანი კონტაქტები კლასეტერების მენეჯერებს შორის ევროკავშირიდან და მიზნობრივი ქვეყნებიდან და მოხდება ცნობიერების ამაღლება პროგრამირების, ასევე ინკლუზიური, მდგრადი და სოციალური ინოვაციების უპირატესობების შესახებ. პროექტის შედეგები ფართოდ იქნება გავრცელებული ცნობიერების ამაღლებისთვის ბირეგიონალური თანამშრომლობის და შესაძლებლობების შესახებ მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში და გამოყენებული იქნება ERA-ში შავი ზღვის რეგიონის ჩართვის გაძლიერებისათვის.

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".