დასრულებული პროექტები

აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში

პროექტი განხორციელდა ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს” დაფინანსებით.

პროექტის დაწყების თარიღი:                   01.01.2011

პროექტის დასრულების თარიღი:              31.10.2011

პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლების (პირველუწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობის წარმომადგენლების) ცოდნის ამაღლებას ევროკავშირში საინოვაციო პოლიტიკისა და საქართველოში საინოვაციო სფეროში მდგომარეობის შესახებ. ზემოაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დიდ ჯგუფს შეექმნა იმის შესახებ წარმოდგენა, თუ რა როლს თამაშობს საინოვაციო პოლიტიკა ევროპის განვითარებაში და ევროპული ინტეგრაციის პროცესში, აგრეთვე, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით საქართველოში, როგორც ამ ჯგუფისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის, შეიქმნა ამ თემაზე საცნობარო მასალა.

ამ მიზნის მისაღწევად: 

  • ჩატარდა 4 სემინარი EaP პლატფორმის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების თანამშრომლებისთვის. სემინარების (4 სემინარი) საშუალებით ძირითადი მიზნობრივი ჯგუფების – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო მართვის ორგანოების – წარმომადგენლები გაეცნენ ევროკავშირის საინოვაციო პოლიტიკას. სემინარებზე ახსნილი იყო საინოვაციო პოლიტიკის მიმართ ევროკავშირის ყურადღების მიზეზები, საინოვაციო პოლიტიკის შემუშავების პრინციპები და განხორციელების ინსტრუმენტები (როგორიცაა ლისაბონის სტრატეგია, ინოვაციური კავშირი 2020, კვლევის ჩარჩო პროგრამა, სტრუქტურული ფონდები და სხვა). ნაჩვენები იყო, რომ ევროპული გამოცდილების შესწავლა საქართველოსთვის საინოვაციო სტრატეგიის შემუშავებისკენ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯია. სემინარების მონაწილეები გაეცნენ საინოვაციო სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს შორის კვლევის პროცესში გამოვლენილ განსხვავებებს. მონაწილეებმა კარგად დაინახეს ამ სფეროში საქართველოს ამოცანები მართვის, ეკონომიკის, ენერგოუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მიმართულებებით.
  • გამოიცა მიმოხილვები წიგნის ევროგაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიო­რობის პროგრამა და საქართველოს ინოვაციური განვითარების პერსპექტივები სახით და ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომად განთავსდა ვებ-საიტზე www.inovdev.ge. წიგნი უფასოდ გადაეცა სემინარებისა და პრეზენტაციის მონაწილეებს, დაეგზავნა ბიბლიოთეკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს.
  • ჩატარდა წიგნისა და განახლებული ვებ-საიტის www.inovdev.ge-ს პრეზენტაცია.
უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".