მიმდინარე პროექტები

TRIGGER – ტენდენციები გლობალურ მმართველობაში და ევროპის როლი

ESIDG-მა დაიწყო ახალი ჰორიზონტის 2020 პროექტი.

ESIDG არის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი, რომელიც ახორციელებს პროექტს TRIGGER ტენდენციები გლობალურ მმართველობაში და ევროპის როლი https://trigger-project.eu/

სრულდება ევროკავშირის Horizon 2020 პროგრამის მხარადჭერით

TRIGGER-ის საბოლოო მიზნებია: ცოდნა და ინსტრუმენტები მიაწოდოს ევროკავშირის ინსტიტუტებს გლობალურ მმართველობაში მათი ქმედუნარიანობის, ეფექტურობისა და გავლენის გასაძლიერებლად; შეიმუშაოს საზოგადოებრივი ჩართულობის პოტენციალის გამოყენების ახალი გზები, რომლებიც რთული მმართველობითი გადაწყვეტილებების დროს წინხედვას გააუმჯობესებს, რათა აღმოიფხვრას ისეთი თანამედროვე ტენდენციები, როგორიცაა ნაციონალიზმი, რეგიონალიზმი და პროტექციონიზმი. ეს ზოგადი მიზნები ისეა დასახული, რომ იყვნენ გაზომვადი, რეალისტური და მიღწევადი პროექტის 36 თვის განმავლობაში. TRIGGER კონსორციუმი შედგება 14 პარტნიორისაგან, მათ შორის ევროკავშირის ოთხი წევრი ქვეყანიდან. TRIGGER მიაღწევს თავის მიზნებს ოთხი კვლევითი ქვეჯგუფის ერთობლივი ძალისხმევის წყალობით:

(i) ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია გლობალურ და ევროკავშირის მმართველობაზე, რომელიც შექმნის გლობალური მმართველობისა და ევროპის როლის უპრეცედენტო ატლასს (AGGREGATOR);

(ii) ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია მმართველობასა და განვითარებად ტექნოლოგიებს შორის ურთიერთობებზე;

(iii) ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია სტრატეგიულ თვალსაზრისზე და საზოგადოებრივ ჩართულობაზე, რომელიც გამოიყენებს ახალ ტექნიკურ საშუალებებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებით ანალიზისა და საზოგადოებრივი ჩართულობის ინოვაციური მეთოდები, რათა შექმნას ინსტრუმენტი ევროკავშირის თანადაფუძნებისთვის (COCTEAU);

(iv) ჯგუფი, რომელიც სპეციალიზებულია შედეგების გავრცელებისა და კომუნიკაციის საკითხებზე. ყველა ძირითადი შედეგი საბოლოოდ გაერთიანდება ინსტრუმენტების შენაკრებში, რომელიც პასუხისმგებლური და გაზიარებული ევროკავშირის სტრატეგიების მისაღებად საზოგადოებრივ ჩართულობას ემსახურება (PERSEUS). იგი გამოქვეყნდება პროექტის მიმდინარეობის 36 თვის განმავლობაში.

 

კონსორციუმის კოორდინატორი: CEPS

კონსორციუმის წევრები:

Fraunhofer Gesellschaft Zur Foerderung Der Angewandten Forschung E.V. (DE) https://www.fraunhofer.de/         

Sociedade Portuguesa De Inovacao - Consultadoria Empresarial E Fomento Da Inovacao S.A.(Portugal)

https://www.zsi.at/en/object/partner/2632

Istituto Di Studi Per L'integrazione Dei Sistemi (I.S.I.S) - Societa'cooperativa (IT) www.isinnova.org

Ecole Polytechnique Federale De Lausanne ( CH) www.epfl.ch

Elinkeinoelaman Tutkimuslaitoksen Kannatusyhdistys Ry  (Finland) www.etla.fi

European University Institute (IT) www.phdportal.com

Freie Universitaet Berlin (DE); https://www.fu-berlin.de/en/index.html

Technische Universitaet Muenchen ( DE) www.tum.de

Politecnico Di Milano (IT)  https://www.polimi.it/

Asotsciatsia Evropuli Gamokvlevebi Saqartvelos Inovaciuri Ganvitarebistvis (GE)  www.inovdev.ge

Euro - Mediterranean Economists Association  (Spain)  https://www.euromed-economists.org/team/rym-ayadi/

Institution Eurasian Institute Of International Relations (KG) https://www.zsi.at/en/object/partner/2804

Consejo Argentino para las Relaciones Internacionales (Argentina)  http://www.cari.org.ar/

უკან
საიტი არ გამოხატავს ევროკავშირის თვალსაზრისს და მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ასოციაცია "ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის".